,,გ ე თ ს ე მ ა ნ ი ა,,
კედრონის ხევში,გეთსემანიის ლურჯ ხეებს შორის ნავარდობს მთვარე, ცა ცოდვილ მიწას მწუხრად დანათის უკუნ წყვდიადში მიცურავს ღამე. ბრბოს ხმა გაისმის და ბრბოთა შორის ჩირაღდნების წინ,ჩნდებიან ლანდნი. სურთ რომ ავნონ სხივს,ღვთისაგან შობილს, თუმც აელვარდნენ,ცაზე ღვთის მნათნი და ნუთუ ნათელს ავნებს წყვდიადი? განა უკუნი მზის სხივს დაფარავს? ლანდების წინ დგას მხსნელი დიადი მისი სხივი კი,ჩრდილს შიშით ზარავს. და აჰა,შურით აღივსო ღამე მტვერი სიბნელეს მთლად დაემონა, ღვთისგან შობილი ნათებად არ სცნეს უკვდავს მოკვდავი ვერ ჩაეკონა. წარდგა უფალი სინედრიონთან და ღვთის სინათლე მიმოაბნია, ნათელმა,ბნელთან ვნებით იომა ირგვლივ,სხივები მიმოფრქვია. და აჰა,ურცხვად ყვირის სინოდი: -არ გვსურს მესიად ჩვენ ეგ გლახაკი. ბნელი,ნათელთან ვერაფრით მიდის, უფალს უწოდეს,ბრმა და ღატაკი. მღვედლთამთავარმა იკითხა ზიზღით: -,,გვითხარი,შენ ხარ ღვთის ძე,მესია?,,- -,,მე ვარ,შენ ამბობ,,.-ხმა იყო თვით ღვთის და ბრბოც გაშმაგდა,მსხვერპლს შეესია. სახე აუკრეს,ლანძღვა დაუწყეს, გული იჯერეს დაცინვით,გვემით, განაჩენიც კი მყისვე აუწყეს გზას გაუყენეს ავზნიან წყევლით. პრეფექტს მიგვარეს პონტუს პილატეს ცილი დასწამეს:-,,გმობსო კეისარს,,- წეღან ხომ გვემეს და ძლიერ ავნეს, ეხლა კი,გულში ესვრიან ისარს. კრავად მოვლენილს არავინ იცავს, მადლი,სიკეთე არ დაუფასეს. -არ ვაცოცხლებთო!-სინოდი ფიცავს, ნათელი,წმინდა,ვერ შეიყვარეს. ჩვენთვის მოვლენილს და ჩვენთვის ნატანჯს როგორც ავაზაკს,ბრბო მიუსიეს. ,,უ ფ ა ლ ს,, თუმცაღა ჩვენთვის მთლად ღატაკს, ადგილი,აქაც არ მიუჩინეს. ყველას გვეგონა ტყვე და სნეული, თუმც მასზე იყო ჩვენი კურნება, ბრმები ვიყავით,თვალახვეულნი ვერ შევიმეცნეთ თავისუფლება.. თუმცა გვესტუმრა მონურ სხეულში ვერ შევიცანით,არად ჩავაგდეთ. აგვერია ჩვენ ღმერთი სნეულში ზიზღი გულიდან,ვეღარ განვაგდეთ. გაცივდა გული,ძლიერ გაცივდა, ნაჭრილობებიც კი ვერ დაამდა, კაცთა ცოდვებით მიწა დამძიმდა უფალს იარა მხრებზე დააწვა. მთვარე ბნელ მიწას ისევ დანათის კვლავ ვამჩნევ ცის მნათს,იდუმალია. სიბნელე ისევ მტერია მნათის წყვდიადმა მიწა ნისლში გარია. დრტვინავს ბოროტი,ისევ ქარია სიბნელე ნათელს ვერაფრით მოსავს, თუმცა ხვდებიან დრო დამდგარია ელოდებიან,მეორედ მოსვლას. წუთიუსოფელი,სისხლის მანია ირგვლივ გუბე დგას,ნიაღვარია. ისევ გაცოცხლდა გეთსემანია ვხედავ უფლის მტრებს,ისევ ჯარია. /კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი