*მ ი ნ ი*
მე ცა ვიხილე იმ ზურმუხტებში, სადაც ევფრატი მზის ფერებს ერთვის, გადავიფინე ლამაზი ფრთები და შევიგრძენი,მზე ,,იმერეთის,,. * * * მთიდან მოსული დიდი რიონი, ისევე როგორც გალაკტიონი, გადმოედინა ზურმუხტში დარად და საოცრებით ზღვაც გაავდარა. მზით მოოქროვილ ლამაზ ფერებათ სერაფიმის ფრთა მრთავს,მეფერება, მწვანე ედემში გაწოლილ ბაღებს ზეცა ზურმუხტში,მზის ალში ბადებს. * * * ელვარე აჩრდილნი არიან კვლავ ჩრდილში, აქვთ სულში მაგია გაფრენა სწადიათ. არიან ეულნი მიწისგან წყეულნი, მუზა გარეულნი გრიგალში ადიან. /კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი