,,ს ო ნ ე ტ ი,,


ვარდებს,უეკლოდ როგორ მოწყვიტავ?!
გულში გრძნობა გაქვს ეკლის და განცდის,
ეკლის შეხებით ხორცს დაიფლითავ,
თუმცა აიხდენ შენს გულის წადილს.
ვარდზე ძვირფასს და ცრემლებზე ნატიფს,
განა შეიძენ,თუ ცრემლს არ დაღვრი?
სიყვარულს ისე როგორ მოსინჯავ,
თუ არ იბრძოლებ და ტკივილს არ სცდი?
იებს უგულოდ,განა მოკრიფავ?
ძლიერ ნაზია,სურნელიც ასდის,
უენოდ ტირის როდესაც წყვიტავ
შენც აგატირებს,ცრემლიანს გაგხდის,
ასეა,როცა სატრფოს გულს შესძენ
გულს აგატკიებს,ცრემლებად დაგღვრის,
თუ გაუფრთხილდი,სიხარულს შეგძენს
და სამუდამოდ,ბედნიერს გაგხდის.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი