სევდა, რომელიც არ მიდის
გამგზავნი: გიორგი კაკულია მიმღები: გიორგი კაკულია თემა: წერილი "მე"-სთვის სათაური: სევდა, რომელიც არ მიდის გამარჯობა გიორგი, გწერ ამ წერილს, რომ გადმოგცე ის სევდა, რომელიც არ მიდის. ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვგრძნობ ტვირთს, რომელიც არ მაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. თითქოს ყველაფერი ერთად მაწვება გულზე, და ამ სიმძიმეს ვეღარ ვწევ. აღარაფერი მაინტერესებს. ვეღარავის ვენდობი. სწორედ მათ, ვინც ადამიანს ჰგავს, ყველაზე მეტად მატკინა გული. ირონიაა, მაგრამ ცხოველებში უფრო მეტ ადამიანობას ვხედავ, ვიდრე ადამიანებში. ეს ყველაფერი მიჩენს სევდას, რომელიც არ მიდის. ბოლო დღეებია ვცდილობ, ვიპოვო ცხოვრების აზრი, მაგრამ ფურცელი, რომელზეც პასუხი უნდა დამეწერა, ისევ ცარიელია. ალბათ, იმიტომ, რომ არც არსებობს პასუხი. ადამიანები თავად იგონებენ მიზნებს, რათა საკუთარ თავს დანიშნულება მისცენ. უმეტესობა ამთავრებს სევდით, რომელიც არ მიდის. არ ვიცი, რას მოიტანს მომავალი, მაგრამ მინდა წარმატებები გისურვო, გიორგი. შენი, გიორგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი