"ციდან ჩამოსული სიყვარული" - 24 ლექსი


თაფლისფერი თვალები მკლავს შენი,
შენს თბილ, ლამაზ სიყვარულთან ერთად.
შენთვის ერთხელ ლექსის ხერხიც ვქმენი.
ხედავ შენთვის თავ ვიჩინე მწერლად.

ანგელოზმა, დაკარგულმა ციდან,
შემიყვარა ბანალური, ერთი,
ერთი ბიჭი გადასული გზიდან...
რადგან მისი სილამაზით შევკრთი.

შიგნით უღრან ტყეში მოჩანს შუქი,
ბნელი ტყეა ჩემი ნელი ფიქრის.
მანდ ანათებს თეთრი შუქი, მუქი,
წუთისოფლის ვაგონი კი მიქრის.

ჩემი სიყვარული უკვე აქ მყავს,
აღარც ვუშვებ ჩემ გულიდან არსად.
შენი თბილი გული ერთხელ მამკლავს,
შენს გარეშე ვერ ვიქნები მსგავსად.
-----
18 ივლისი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი