დაწერილი ბედის ჩრდილში - 28 ლექსი


ღამეს ვათევ კვლავაც ისევ,
და ვატარებ ღამეს ფიქრში.
რით ვუშველო არც კი ვიცი,
ვის ვუდგები ნეტა ჯიბრში?!

არც კი ვიცი რა მაწუხებს,
სარკეც აღარ მაძლევს დასტურს.
თავს ის მკრთალად მომაგონებს,
...მომაგონებს სისხლით წარსულს.

ალბათ ბედი ჩემი ასე,
სადღაც უკვე დაწერილა.
ალბათ არც მაქ დიდი არსი,
მაგრამ რისვის გამაჩინა??

იქნებ ჩემი დიდი არსი,
თუნდაც არის უარსობა.
იქნებ ერთხელ ცაც დამშვიდდეს,
და დამთავრდეს ბაასობა.

ალბათ მართლაც ჩემი არსი,
ვიპოვე და განვამარტე
ან იქნებ და ვეძებ კიდეც,
იქნებ სყლაც არის მჩატე.
-----
17 იანვარი 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი