"უხილავი დანაშაული" - ლექსი 32
წინა ცხოვრებას ვაშავე რამე, ყველაფერია პირისპირ მიმდის. და ამ სველ თვალებს რომ ვხუჭავ ღამე, დილით ადრე მაქვს თვალები შინდის. და ჩემს გონებას დაქანცულს საწყალს, შავი ნათებით გაუქრა კვალი. მითხრეს, მირჩიეს, გაატანე წყალს, მოსმენით წყალსაც ედება ალი. გარეთ გახედულს ვერაფერს ვხედავ, თითქოს ცხოვრების ვაგროვე ვალი, მაგრამ თექვსმეტი წელია ვბედავ, ის დავაკმინო, ვუსწორო თვალი. ----- 29 მარტი 2026 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი