"როდის შეგიყვარდები?" - მესამე ლექსი
სიყვარულისთვის დროა შენ იბრძვი და რას გრძნობ გულში, მე კარგად ვიცი. მე შენთვის დიდი ხანია ვიბრძვი და ვინ წერს ამ ლექსს შენ კარგად იცი. რომ დაგინახა თვალმა უებროდ მიხვდა რომ შენ ხარ მისი სინათლე. მაშინ იქეცი მისთვის სამყაროდ როს გაუმხილე გულსა სიმართლე. შენს დანახვაზე მედება ღიმილი სიხარულისგან მინდება ყვირილი. შენ რომ არ გხედავ მინდება ტირილი და ჩემს გულს ედება დიდი ტკივილი. გულს ნუ გაიტეხ, ნუ იდარდები მე სულ შენთან ვარ ჩემო ლამაზო. გოგოვ ვერ შეგედრება ვარდები მოგეფერები შენ ჩემო ნაზო. "შენ სილამაზით მხიბლავ ძალიან დიდი ხანია ხარ შენ ჩემ გულში. ამ სიყვარულმა დამღალა ადრიან ძალა აღარ მაქ ნაღვლიან სულში. აქ მე ღმერთი თუ მიშველის ამ ანგელოზის მოპარვას. მაქ გული სიცარიელის ვეღარ ვიკავებ ამ განცდას. შენ ხარ ადამიანი ღვთიური არ არის მეტი, მე დამიჯერე. შენ გაქვს ის სილამაზე ციური ანგელოზი ხარ, ეს დავიჯერე. როს მე გიყურებ მეტ მიყვარდები ყოველ დღე გხედავ, მიკვდება სული. და ყოველ დღე შენ მეტ ლამაზდები ვერ შეგამჩნიო არის ეს რთული. შენი ღიმილით მე ერთ დღეს მომკლავ მაგრამ იცოდე მეტ მიყვარდები. და როცა ერთ დღეს შენ ჩემთან მოხვალ გეტყვი ოჰ როდის შეგიყვარდები." ----- 23 სექტემბერი 2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)