"უდაბნოში დაკარგული გრძნობა" - მეოთხე ლექსი


შენ დაგინახე, შენ შემიყვარდი,
როს შემოგხედე მივხდი რომ მომკლავ.
მე ხომ პირველად გაჩუქე ვარდი,
და მაგის მერე შენ მიყვარხარ კვლავ.

ეს სიყვარული უჩვეულოა,
დაკარგულია იქ უდაბნოში.
რადგან ის გულში უსასრულოა,
ის ვერ ეტევა ამ სამყაროში.

კვლავ ჩამივარდი ლამაზო გულში,
დამღალა დარდმა შენზე უებრომ.
ვეღარ ვიტევ მას ნაღვლიან სულში,
ვერ გამომკურნა მე ამ სამყარომ.

დედოფალი ხარ, ჩემი გჯეროდეს,
მე შენი მეფე არ ვიყო თუნდაც.
იმასა ვნატრობ ოღონდ გესმოდეს,
შენ ისე მიყვარხარ, გავყიდი სულსაც.
-----
2 ნოემბერი 2024 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი