"მთვარე, რომელიც მახსენებს შენს თვალებს" - მეხუთე ლექსი


მიყვარს ის მთვარე, ცაზე ნახული,
რომ შთამაგონებს, თვალებსა შენსა.
ნეტავ არ მქონდეს ის დანახული,
აღარ დავღლიდი, თვალებსა, ჩემსა.

ის დავინახე, და გამახსენდი,
როს შემომცქერდი, მძინარ თვალებში.
არ წასულიყავ, გულს გადავცემდი
მის მერე ვზივარ, აქ, განსაცდელში.

მე ვერ მიპოვა, ამ სიყვარულმა,
იქნებ არც არის ამ ქვეყნად ჩემსა.
ნეტა ჰქნას რამე ამ სასწაულმა,
ევლინოს გოგო ამ ლამაზ ველსა.
-----
27 ნოემბერი 2024 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი