"ნატეხებად დარჩენილი" - მეთოთხმეტე ლექსი


ეს სიყვარული, არ არსებული, 
შემჭამს, შემიკლავს, მომაჭრის თავსსა. 
დავიტანჯები მე იმის გამო. 
მერე დავუწყებ ძიებას არსსა.

სამჯერ მიყვარდა გოგო ძალიან, 
ამ ჩემს თხუთმეტ წელს, ყმობისა ჟამსა. 
მტყუანთ ხალხია, სიყვარს ელიან. 
სული მალეა დასტოვებს ტანსა.

ამ ლექსს დავწერ მე, რომ დავიტანჯო, 
არ გეგონოთ რომ, ლექსი მე მშველის. 
ლექსი მახსენებს ჩემსასა ტკივილს, 
დავწერ როდესაც სიკვდილი მელის.

სახეზე ფერი აღარცა მადევს, 
სამჯერ გატეხილს, გული მაქვს მშრალად. 
გულში სისხლია ჩემსგან შორს მიდის. 
ნატეხებია სჩანს მასზე მკრთალად.

ვეღარ ვუყურებ თავს მე სარკეში, 
რადგან ჩახედვას, ვხედავ ჰაერსა. 
ბევრი ფიქრი მაქ მე ამ ტალღებში, 
ვეღარ ვიკავებ ჩემსსა აზრებსა.

ეს სიყვარული, არ არსებული, 
შემჭამს, შემიკლავს, მომაჭრის თავსსა. 
როდესაც გავა ერთი ცხოვრება, 
როცა მოვკვდები დამადებთ ვარდსსა.
-----
15 აპრილი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი