"სისხლში შეღებილი კვერცხი" - მეთხუთმეტე ლექსი
წვიმის წვეთები ესტუმრა მიწას, ქრისტეს აღდგომის ბოლოა დილა. ტან მოწყვეტილნი ჰყურებენ ზედან, ქვემოთ ცოცხლების გულებში გრილა. ცა მოიღრუბლა ამ სევდიან დღეს, სული ჩაუკვდა ქართველს დარდითა. სისხლის ღვინოა ასხეს სამარეს, წვიმა ულევად მოდის განცდითა. სხეულს მოწყვიტეს მათი ჭირიმე, მაგრამ სულია მაგათი აქა. ხალხი გაივლის ზეცის ბილიკზე, მათ საფლავებზე დახვდებათ პასქა. მიწაზე გორავს წითელი კვერცი, წითელი ჯვარი ასხია საფლავს. წირვა ლოცვაა, ქართველთა ერში, გარდაცვლილთათვის სულია ღაფავს. ----- 20 აპრილი 2025 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი