"TE AMO" - 20 ლექსი


მისი ღვთიური ნათება მიყვარს.
მისი თვალები ღმერთ საამოა.
მისი ტუჩები ძალზედ მე მხიბლავს.
ჩემი სიტყვები აწ "TE AMO"-ა.

ერთი წამითაც გთხოვთ დამანახეთ.
ის არის ძალზედ ლამაზი ქალი.
მისი ყურება გთხოვთ დამავალეთ.
მისი თვალები მაგონებს ლალის.

ჩემი გული, მან მოიგო ძალით,
თავი იჩინა ვით ბარბაროსი.
რომ გამიჩაღა კარი მან ალით,
მანდ შევიყვარე, ეს ანგელოზი.

მხოლოდ ის იყო, ვინც მოახერხა,
შეძლო, გამიღო, გულის მე კარი.
მან მოახდინა იქ გარდატეხა,
მან გამიჩინა ვეება ბზარი.

მისი კელკუცი ტუჩები მომკლავს.
მისი სიტყვები სულთ მალამოა.
მისი თვალების ნათება ოხრავს.
ჩემი სიტყვები აწ "TE AMO"-ა.
-----
12 მაისი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი