"სევდით მოქცეული დილა" - 22 ლექსი
მზე გამონათდა, დღევანდელ დილას, დღე გამითენდა, ბნელია ღამე. გარეთ გავედი, ვიგრძენი, გრილა, თბილო გრძნობებო, დამადეთ რამე. ჩემი თვალები გამირბის სხვაგან, მკვდარი სულია, დაეძებს გზასა. შეუძლებელი მგონია, რადგან, დაკავებული დამადებს ბრალსა. ჩემი ცხოვრების მოვძებნი არსსა, სანამ მიმიქრის წუთის ვაგონი. მერე უცნობი დამადებს ვარდსა, ღვინოს დამასხამს წითელს, ბატონი. ასე უეცრად დამარტყა სევდით. გული ტკივილით ნელ-ნელა კვდება. როცა მოვკვდები სინდისის ქენჯნით, მიწის სიმძიმით სამარე ტყდება. ----- 3 ივნისი 2025 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი