"ცელით ნათქვამი სიტყვა" - 23 ლექსი
გული არის შავი, სიმწრით სავსე. მისი წყევლა ავი, მალე მომკლავს, რომ მოვკვდები, ღვინით ჭიქა ავსეთ. მწარე ენა ცელით, სიკვდილს მოაქვს. ბნელი დილა გაუთენდა ქალაქს, მაინც ცივად ანათებდა შუქი. ამ ჩემს ქალაქს პატრონი ხომ არ ჰყავს, მას მოსაწყლულს, ლაქა ადევს მუქი. ჰორიზონტზე შავი ნისლი მოჩანს, მან დაფარა სახეები ხალხის, მხოლოდ ერთი სახე იმას მოჰგავს, სახე ვისიც მიზეზია მარცხის. შავი სისხლი ჩქებს, მკვლელის სხეულში, ჩაწითლებული კბილებით ღიმის. რაღაცას იწერს სისხლის რვეულში. ნელ-ნელა კვდება ვარსკვლავი ცისკრის. ----- 7 ივლისი 2025 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი