ცხოვრების კვალი დროში


სიცოცხლე მუდმივად მიდის. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო მწვავდება კითხვა: რისთვის ვცხოვრობ? რას ვაკეთებ, რაც რეალურად მნიშვნელოვნად შემიძლია ჩავთვალო?

ჩვენ ვეძებთ მიზანს, რომლის პოვნაც გაგვაცნობიერებინებს, რომ ჩვენი ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ყოველდღიური წვრილმანები ხშირად ფარავს ამ მიზნის ძიებას. დრო მიდის, და უცბად გრძნობ, რომ არ იცი — რით იყო უნიკალური შენი ცხოვრება.

ამ განცდას ემატება ეგზისტენციალური ფონი: რატომ ვარ აქ საერთოდ? რა დატოვა ჩემმა არსებობამ სამყაროში? როცა ამ კითხვებს ვუსვამთ საკუთარ თავს, გვბადდება შიში — ხომ არ გამიცდა ცხოვრება ფუჭად?

მაგრამ უნდა გვახსოვდეს — მნიშვნელობა არ ნიშნავს მხოლოდ დიდ მიღწევებს. ეს შეიძლება იყოს ერთი გულწრფელი სიტყვა, ადამიანი, რომელსაც ხელი შევაშველეთ რთულ მომენტში, ან ერთი დღე, რომელმაც სხვის ცხოვრებას ცოტა მეტი სიმსუბუქე და სითბო შემატა. ხშირად მნიშვნელობა იმ პატარა მოქმედებებშია, რომლებიც ჩვენს და ამავე დროს სხვის გულს  ეხება.

შესაძლოა, დრო მართლაც მიდის სწრაფად. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მის შიგნით ვიყოთ ნამდვილი, ფხიზლად მყოფნი. მაშინ ჩვენი არსებობა საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ჩაჯდება — და ეს არის ყველაზე დიდი მიზანი, რაც შეგვიძლია დავუსახოთ თავს.
-----
გ. კ. - 7 აპრილი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი