ალი შურისძიებისა


აისს შევხვდი, ფეხზე დავდექ, 
და ყელიდან ვიხსენ ჯვარი, 
რადგან ყრმობა მირჩევნია, 
ვიდრე მერქვას ქრისტეს ცხვარი. 

მოვიხსენი, შორს ვისროლე, 
დრომ შეჭამოს მის ხსენება, 
რომ დასრულდეს სამუდამოდ, 
ტოტალური დაშტერება. 

მათი ჯვრები ჩვენს მზეს ფარავს, 
და სიმართლეს ჩრდილავს იგი,
ფეხზე დავდგეთ, დავასრულოთ, 
და ჩავტეხოთ მათი ხიდი. 

ღმერთად გვისვეს უცხო კაცი,
ჯვარცმული და სუსტი, მხდალი,
და ჯვრებითვე შეგვიცვალეს, 
ორლესური ჩვენი ხმალი.

წარსულს ჩაბარდა ის სიდიადე,
ახლა დრო დადგა მეტანიების,
ნეტავ მენახოს მე ცეცხლის ალი,
სიონების და ბეთანიების.

სისხლს ღვრიდნენ რათა გადავერჩინათ,
ჩვენი მოდგმა და ჩვენი ღმერთები,
შენ ჩემო ხმალო ცოტაც ითმინე,
ცოტაც ითმინე,ნუ დაბერდები.

შურისძიების ტკბილი სიზმრები,
მთვარის შუქზე მიფანტავს აზრებს,
და თვით თარხონი დალოცავს მხედრებს,
ხმლებს, შუბებს, თოფებს და ვაზნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი