სულეთის ბჭეები


ამღვრეულ მდინარეს მკერდით ვებრძოდი,
ტალღებმა დაჰფარეს ჩემი სამარე,
საკუთარ სიკვდილს ვეგებებოდი,
და წმინდა სისხლიც ბევრი დავღვარე.

მზე გულს მიწვავდა მანადგურებდა,
ღრუბელთა დასი ცრემლს ღვრიდა ჩემთვის,
და ლურჯი ზეცაც თავს გრუხუნებდა,
მპარავდა სიცოცხლეს შრიალი ვერხვის.

ღმერთებს ვუხმობდი მაგრამ ამაოდ,
არც მზისქვეშეთში გამოჩნდა ვინმე,
რომ ჩემი სული სადმე დამალოთ,
რომ შუასკნელში არაფრად ვღირდე.

მიწამ წაიღო სიცოცხლის აზრი,
მოკვდა ფიქრები ისედაც მკვდარი,
და ვხმები როგორც გვალვის დროს ვაზი,
მოირყა ფუძე ოდესღაც მყარი.

სიკვდილს ვეტრფი და სიკვდილი მე,
ვარ ცეცხლისაგან ნადგური ფიჭვნარი ტყე,
წყალწაღებული დავტირი ტირიფებს,
ღამედ მექცია მზიანი დღე.

თვალწინ მიდგება ყოველი წამი,
ვიხსენებ დაკარგულ სხივთა კონას,
თვალებს ედებათ ტკვილის წამი,
ღმერთებს ვემდური სიცოცხლის ქონას.

თვალების დარაბებს ემსგავსებიან,
ზეცისკენ მიხმობს სულეთის ღმერთი,
სამზეოს ფიქრები იღუპებიან,
მხოლოდღა მოჩანს სინათლე თეთრი.

მხოლოდ ამ მიწის მოგონებები,
და სიყვარული თავგანწირული,
მე ჩემ ვარსკვლავებს მივეგებები,
მზე უკუნისა გარინდებული.

ლამაზად ვკვდები ამ მუხის ძირას,
ჩემსკენ მოვიხმობ სამყაროს ასულს,
წინაპართ ხმები ჩემ ყურში გმინავს,
და მე მიმღერის სიმღერას წარსულს.

ტანჯულ ცხოვრების უსრულო წრეში,
ღმერთების ამარა დიდი იმედით,
დასრულდა ტანჯვა, მხოლოდღა მგებრნო,
სულეთის ბჭეებს მივეგებებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი