ქარცეცხლ პირიმზე

ისტორიკოსი, მხატვარი, მწერალი, პოეტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი

0 35

არმაზისა და თარხონის ძენი


ომია! და ბრძოლის ქარცეცხლში,
იბერი-კოლხი სისხლს ღვრიან ერთად,
იბრძვიან ზეცისთვის მშობლიურ მხარეში,
ქედს არ მოიხრის არცერთი მტერთან.

შავი ყორნები ცაზე გამოჩნდნენ,
მკვდართა ლეშისთვის გამზადებულნი,
და ბრძოლის ბუღით ტბები ამოშრნენ,
ნუთუ აღმოვჩნდით დამარცხებულნი?

წინაპართ მიწა დავუთმოთ ვის?
აბრაამისტთა დამპალ მხევლებს?
წინაპართ სულთათვის ბრძოლა რომ ღირს,
ვერ შეაგნებინებ მონებს და მძევლებს!

თუმცა იხსნება ზეცა და მისგან,
თარჴონის დიდებულ ხმლის ბრწყინვალება,
ყველამ იცოდეს რომ ჩვენი მტერი,
ვერ გაიქცევა-დაგვემალება...

დავმარცხდით თუმცა ომი გრძელდება,
კვლავ ვიცვამთ აბჯარს და ვადიდებთ მზეს,
სამშობლოს დაცვა მოეთხოვება,
არმაზისა და თარჴონის ძეს!

და თქვენ ქართველო აიღეთ ხმალი,
სიცოცხლე გაიღეთ რომ ნახოთ ბრძენნი,
თქვენ ხართ ღმერთების მიწიერ კვალი,
არმაზისა და თარჴონის ძენი!
კომენტარები (0)