მცხეთის ბატონო


დიდო მცხეთის ბატონო, მარადის შენ უძლეველო,
ღმერთო ხმალ-აბჯრიანო, უფალო თვალებცისფერო,
ადგილო წმინდავ, შეუბილწავო, ძალავ შენ უძველესო,
არმაზ! შენ დიდებულო, მეხიხმტეხელო იბერო.

ოდეს ნათელში, ანუ დღეში და ანუ ღამეში,
არმაზ უძლეველი ხარ მარად შენს არე-მარეში!
ამ მიწას ახსოვს ძველად ხმალი რომ გეჭირა,
და სევდა დასთეს ჩვენს გულებში მრავალი წელი რომ გეძინა.

არმაზ, აღდეგ, მოირგე აბჯარი და გაიმართე წელში,
კვლავაც იბოძე ეს ვერცხლის ხმალი შენს მტკიცე ხელში,
მზერით გვანიშნე, აგვაგებინე კვლავ შენი დიდი ტაძარი,
უცხო რჯულის ყმათ, მოღალატეებს, თვალში აყარე ნაცარი.

ცაზე აყარე შავი უბედურების ღრუბელი,
კვლავ გაანათე ეს შენი ტურფა სოფელი,
მეფევ! კვლავ გვესაუბრე მაგ შენი ტკბილი ენით,
და შენთან კვლავაც მოვალთ საკლავითა და ძღვენით.

ისევ გაგვიძეხ ომში-ბრძოლაში,
გზას გვინათებდეს ბარბოლ-დოლაში,
ო, უძლეველო ბატონო მცხეთისა,
უფალო ომისა, წვიმის და მეხისა.

მცხეთის ბატონო, შენ უძლეველო,
წმინდა სახელი შენი ვერას გაქრება,
მუდამ გახსოვდეს შენ, ამ მიწის შვილო,
არმაზი ჩვენი მალე აღდგება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი