შუქურვარსკვლავო


ამოდი შუქურვარსკვლავო,
მანათობელო ღამისა,
ამოდი და გამინათე,
ბნელი წყვდიადი ზამთრისა.

შენი სხივები მოჰფინე,
თეთრად დათოვლილ ხეებსა,
მარჯვენა კვლავ გაუმაგრე,
შენს დავიწყებულ ძეებსა.

არც სხვა გაწირო მოყვასი,
ნურც მე დამტოვებ ობლადა,
თუ კი გადავრჩე გადიდებ,
დაბრძანებულსა მშობლადა.

შუქურვარსკვლავო ბრწყინავო,
ამიერიდან შენი ვარ ყმა,
დაე დაბრუნდე კვლავ ამ მიწაზე,
დაე მესმოდეს მე შენი ხმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი