შენი თმა მზის შუქზე ცეცხლად ბრწყინავდა
შენი თმა მზის შუქზე ცეცხლად ბრწყინავდა, და ამ ბრწყინვალების ცქერას ვბედავდი, მაგ შენ თვალების სველ ანარეკლზე, ისევ ჩემს დაღლილ თვალებს ვხედავდი. ცრემლად ვიღვრები მხოლოდ შენს გამო, თუმცა დღეს ვგავარ ცეცხლის გრიგალს, და ეს სიყვარული ჩემი ამაო, მსვერპლად მხოლოდ მე რატომ მწირავს? მხოლოდ შენა ხარ ჩემი მუზა, თეთრ ღამეებში სხივთა მფრქვეველი, გასაჭირის ჟამს ჩემი ლოცვა ხარ, ჩემი სანთელი და საკმეველი. როცა პირველად სკოლაში გნახე, მზის ფონზე თეთრად ელვასა ჰგავდი, დღესაც წინ მიდგას იმ ტასოს სახე, როცა ჩემ გულში იმედსა რგავდი. და მე არა ვარ დღეს დამნაშავე, შენი ალი დღესაც რომ მედება, რა ვქნა, რაც მქონდა მოგართვი ძღვენად, ჩემი სიმღერა, შემოქმედება. შენ დაგავიწყდა ერთად ყოფნის დრო, არაფრად აგდე შენ ყრმობის წლები, როგორ გავბედო რომ არ ვიფიქრო, არცაღა ფრენენ ცაში მერცხლები. შენი არყოფნა მე ისევ მტანჯავს, ცრემლით კვლავ მივსებს ამ დაღლილ თვალებს, სულში მიძვრება და მანადგურებს, როგორც ეშმაკი მჭამს და მაწვალებს. თუმცა მაინც ხარ ტკბილი და რბილი, ჩიტი ხარ ჩემ სახლზე გადაფრენილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი