იბერიელო
იბერიელო შვილო ამ ბებერ მთებისა, სამშობლო შენი ფერფვლივით ქრებისა, ადექი და მოიმარჯვე ხელში ხმალი, მტერს დაეცი და ასახელი გვარი. დროშა ომისა აწვდინე ცას, საუკუნოთგან გარინდებული, და უმალ გაიგებ ხმას, რომელიც გეგონა დავიწყებული. შესწირე ღმერთებს ძღვენი, რომ დავიბრუნოთ დიდების დღენი, მყარად დადექით ამ მიწის ძენი, რათა დავიცვათ მამათა ტყენი. არ დაინდო ურჯულო აღარა, ხმამაღლა დაჰკარ ბუკი და ნაღარა, სისხლი ადინე მათ შენ მდინარედ, მათ ვისაც ჩვენ ვეგონეთ მძინარე. ამღვრეულ თერგის ქვიანი რიყე, და იალბუზის ბებერი მზერა, უთქმად ზრახვენ მტერი გარიყე, შენ არ გჭირდება არავის შველა. ან გაიმარჯვე - ან ველზევე დარჩი, თუ დაეცი გმირულად მშობლიურ ველზე, თუ წაგიყვანა არმაზმა ეტლით, თუ დალიმ სარტყელი შეგარტყა წელზე. თუმცა სიკვდილი სიცოცხლის მოძმეა, და თუ ომი ისევ გრძელდება, და თუ სულ ყველა დავწექით ველზე, მტრისადმი ზიზღი არ გაგვინელდება. კვლავაც ვაშიშვლებთ ხმალს გამოცდილს, პირქუშის ნაჭედს, ჯგრააგის ნაცადსა, აქ თუ არ დაგვრჩა მომხსენებელი, იქ დავფასდებით ყველა კაცადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი