აი, კიდევ ერთი უშენო ღამე


აი, კიდევ ერთი უშენო ღამე, 
ვით შემოდგომას მეცლება ტანი, 
მწამს და ვიმედობ, თუმც დავიღალე, 
უშენოდ გასულა რამდენი ხანი. 

გუშინ ხეს ფოთლები სცვიოდა, 
დღეს თეთრმა შთანთქა გარემო, 
თბილისს ცრემლები სდიოდა, 
თუმცა ვერ ხედავთ მკვდარებო. 

დაე იცოდეთ, ჯერაც ვარ მყარად, 
ცრემლებს ვიხოკავ, გულში განვიცდი, 
სევდა კი დამყვება მარად და მარად, 
რამდენ ხანს გავუძლებ მე აღარ ვიცი. 

გაზაფხულიყო უწინ ჩვენს დროში, 
გვრიტი გალობდა, დანავარდობდა, 
მე არ მენახა იქ ჩემი თავი, 
ცოტათი მაინც რასმეს დარდობდა. 

მაგრამ ბნელია სოფლის ზრახვანი,
სადაცა დგახარ იქ გიგებს მახეს,
შიგ ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს უმალ, 
და იქ შენც ნახავ სატანის სახეს. 

ამოგიყვანს და თვალებს აგიხვევს, 
გულს დაგიკორტნის და სისხლს გადენს, 
და თვით სატანას გაუკვირდება, 
თუ როგორ უძლებ მოკვდავი ამდენს?

კრულია ბედის ბორბალი, 
სულ-სულ უკუღმა ბრუნავსო,
გასწორებულსა ცხოვრებას,
შიგ წამში გადაღუნავსო. 

მე ეს ყველაფერი უწინ ვნახე,
გადავიტანე, და დღეს აქ ვდგავარ,
შენი ბრალია ეს ყველაფერი, 
დღეს რომ დამპალ ბროწეულს ვგავარ. 

თუმცა არ ვნანობ, ხვედრია ჩემი, 
და არც გკადრებ მე კრულ სიტყვას, 
რა ვქნა ისევ რომ მენატრები, 
თვალები შენი ჯერაც რომ მიყვარს. 

გულს მიფლეთს ეს მდუმარე ღამე, 
მთვარევ ნუ დუმხარ, მითხარი რამე, 
იქნებ განქარვო შენ ჩემი სევდა, 
უწინ როგორც ფურცელს რომ მხევდა. 

სევდა რომელიც სულ თან დამყვება, 
დღესაც რომ ფლეთს და სულაც არ ნანობს, 
დამყვება ლანდი წარსულის ბნელი, 
განადგურებას ჩემსას რომ ლამობს. 

ბოლო ღამეა ჩემი ამაღამ, 
თუმც მე არ მეყო და კიდევ მინდა!
ვიცი, ძვირფასო, ამასაც არ ნახავ, 
მოსაგონებლად კი მაინც ღირდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

"შენი ბრალია ეს ყველაფერი,
დღეს რომ დამპალ ბროწეულს ვგავარ.
"... ♥

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი