მზერა ვარსკვლავური


ისევ შევწიროთ ზვარაკი მსხვერპლად,
ისევ ვადიდოთ ღმერთები ჩვენნი,
სიკვდილის შემდეგ კვლავ ვიქცეთ ფერფლად,
არმაზისა და თარხონის ძენი.

მთვარე შეცვალოს ბრწყინვალე მზემ,
ტყუილის ბადე სიმართლის ხმალმა,
წყვდიადი ღამე ნათელმა დღემ,
მათი ტაძრები მართალმა ალმა.

დროა დაიხსნა ბორკილი რკინის,
და დაჩოქილი ნუ ხარ ქართველო,
და დრო არ არის სიმღერის, ლხინის,
კავკასიონის მთების მმართველო.

კვლავ დაილევა თასები სისხლის.
სისხლის მდინარე გვიჩვენებს გზებს,
თარხონის ღამეს ზესკნელის ნებით,
არმაზის ხმაზე ავლესავთ ხმლებს.

და მყინვარწვერი კვლავაც გაიგებს,
დაცემულ გმირთა სულეთის მღერას,
და შენ კი ძეო კვლავაც აღაპყრობ,
ვარსკვლავურ ცაზე შენს ამაყ მზერას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი