ბნელეთის კარი


ბნელეთის კარი სრულად გაიღო,
ეშმაკ მაცილმა თარეში დაიწყო,
წმინდა მიწა მრავალჯერ დაიყო,
უცხო ღმერთმა იბერი დაიპყრო.

მიწა სისხლისფრად შეღებილიყო,
ძალით დაგვკიდეს ყელზე ჯვარი,
მზე ბნელ მთვარედ ქცეულიყო,
ცასაც დააჩნდა სიბნელის ბზარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი