მზე რომ დილით გაანათებს


მზე რომ დილით გაანათებს კაცთა მოდგმის შვილთა თვალებს, 
მთვარე კვლავაც აქ დარჩება დამიკეტავს სურვილთ კარებს, 
და ეშმაკთა თარეში დამირეკავს ცოდვის ზარებს, 
შენი სული კვლავ ამოვა, გაანათებს, გაიხარებს. 

მე ვიგლოვებ შენს არყოფნას კვლავაც დავღვრი ცრემლებს დაღვრილს, 
მოგძებნი და გავიხარებ თუ კი გნახავ ჩემსკენ ავლილს, 
სევდით ვავსებ სულის სამყოფს გულს მოვიღერ აგერ დაღლილს, 
და ორბები კვლავ შემჭამენ ყორნებისგან დაჭრილ არწივს. 

საღამოხანს კი გულ-მკერდზე კვლავ ლოდად დაწოლილი ხარ, 
მითხარ, ბაადურ, რას დარდობ ნეტავ რაღაზე ტირიხარ?
კაცს რომ მუსრს ავლებს ისეთი გაუღვიძავი ძილი ხარ, 
ახლა კი ვხვდები რა ღირხარ, ღმერთო, როგორი ძვირი ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი