ლაღი იახსარ


ვარ მე ლაღი იახსარ,
ზესკნელსა დაბრძანებული,
ასჯერ სახსენებელი და,
ათასჯერ გამარჯვებული.

ღმერთთა და ღვთაებათაგან,
ძლიერი, პატივდებული,
მოყვრის მოყვარე, მტრისა მრისხავი,
მარადის გალაღებული.

დევებსა ვწვავ ჩემი ლახტით,
მათი სისხლით მიწას ვრწყავ,
ბრწყინვალება თან დამყვება,
წმინდა ცაზე მეხსა ვგავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი