მიღმიერი წარღვნა


გაბნეულ ნისლში იხლართება ღამის ფესვები,
უსულო ძილი გადარეულ კოშმარებს ახრჩობს,
სევდის ნიაღვრებს უგზავნიან ქალაქს ღმერთები,
მწუხარე განცდა არეული დაეძებს სარჩოს,
გადავკრათ ისე რომ წალეკოს ეს ზეცა წარღვნამ,
წყვდიადის ნისლში მოკამკამე ცრემლები ვამკოთ,
მღვრიე ლექსებით შევეხიზნოთ ამ ცის კაბადონს
და იქ ცოდვებით გალეშილი სიკვდილი ვნახოთ,
გადავკრათ ისე რომ წაიღოს ეს სული ქარმა,
ალალი გრძნობით ვეზიაროთ ღმერთთა სამყაროს
და ამ სიცოცხლის იალბუზი ისე დავლახვროთ,
რომ მის კალთებში საოცარი სიკვდილი ვნახოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი