სხივთა სიმფონია
როგორც ციურ ლაჟვარდში გადამქრალი ალალი, თვალწარმტაცი ნავარდით სულში შემოკამკამდი, გამიტაცეს ხილვებმა, ფერად სხივთა დინებამ, ლეგა ნისლებს მიჰყვება ცრემლთა არდარიდება, გზნება ისე მიღელავს, ისე ელავს დიდება, სულს მოფანტავს სხივებად ლექსთა შემობრწყინება, როგორც ციურ ლაჟვარდში გადამქრალი ალალი, ხარ წარმტაცი ნავარდით სულში შემონავარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)