დამწვარი მარადისობა


ღამე წალეკა ზმანებათა აელვარებამ,
დარდის ნაღვერდლის ნიაღვარი ასკდება ამ გულს,
მწველი გრიგალი უგზოუკვლოდ დაითანგება,
ნელი თრთიალით აკრთიალებს იარებს ნაკურთხს,
წყევლად დამყვება უსასრულო რღვევა,წვალება, 
ჩუმი წამება, დანაცრება, ნათება მწუხრის,
გზნების ქარცეცხლი უმოწყალოდ დაიფანტება
და უკვდავებად დაირწევა სულიდან სულში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი