დამსხვრეული მარადისობა


მწარე გოდებით დაიმსხვრა ზეცა,
მეც სინანულის ცრემლებით ვტირი,
შენ ნისლებს იქით გაფრინდი ღმერთთან,
შენ ანგელოზო ზეცის ხარ შვილი,
მოვწყდი განგებას ცრემლი გრძნეული,
მე სიყვარული დარდით ვიწამე,
თუ სიკვდილამდე მე ვარ წყეული,
დაე ვიტანჯო კუბოს ფიცრამდე,
იქნებ სიკვდილმა გამიხსნას ზეცა
და ამ წყვდიადში მზე აკიაფდეს,
დაე გათენდეს, გათენდეს დღე და
ვეღარ მიხილოთ დედამიწაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი