სულის განთიადი
გაზაფხულდა და თითქოს სულმაც გამოიდარა, სხვა ვნების ალში გაეხვია ზმანება წმინდა, დღეს აღარ მტკივა დაცრემლილი ზამთრის იარა, ის ალბათ წარსულს ჩაბარდა ან თან გაჰყვა გრიგალს, ამ ახალ გზნებით გაჟღენთილი სიცოცხლეს ვეტრფი, სიყვარულს ვატან ამღერებულ ლექსთა ნიაღვარს, ჩანს როგორც მზისგან გამომხმარი ბებერი ვერხვის, შავ სიკვდილს ჩემი მოფერებაც შეაგვიანდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)