მწუხრის აღსარება


იმ ძველი წლების მწველი ნათება,
ნამეხარ დღეთა ზმანება მძაფრი,
მოდის დარდებად, მოიხლართება,
როგორც აშარი თავნება ქარი
და დღეთა სევდა ისევ მძაფრდება,
ფითრდება მზე და ვარამი შავი,
ქარიანს სულზე ამდის ალებად,
როგორც ნახანძრალ მთაწმინდას კვამლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი