ვნების ლიტურგია


როცა ლოცვად აღმომთქვამ მგოსანს ტკბილსურნელოვანს,
როცა გრძნებით ჩაღვენთილს შენში ნელი ქარცეცხლი,
ამომაფრქვევს, აღმომთქვამს, როგორც ქროლვას ჯადოსანს,
ძველისძველი ჰანგებით ცრემლის კორიანტელში,
როცა სევდის ქარები, ნელი წვით და წვალებით,
დამარწევენ ზღვარს ზევით, თავად ღმერთში გაჟღენთილს,
ჩამოვტკბები, ჩავდნები მთელი ჩემი არსებით,
მანდ მაგ მკერდში დამწველი, გზნების ნიაგარებით,
როცა ლოცვად აღმომთქვამ მგოსანს ტკბილსურნელოვანს,
როცა გრძნებით ჩაღვენთილს შენში ნელი ქარცეცხლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი