ვნების ეფემერები
ამ მოქნილი ლექსების გრძნებით გეალერსები, ვნების ცეცხლით შეფერილს მეხვევიან ცხელ-ცხელი, მკერდის სველი მტევნები, აკოკრილი კერტები, გზნებით განახელები, შენი შლეგი ხელები, როგორც შხეფი ცრემლების, იფრქვევიან ვნებები, ლექსის ციებ- ცხელებით გადახეთქილ ვენებში, მთელი ჩემი შეგრძნების გრძნებით გეალერსები, მწველი ფერებ-ფერებით, კრთიან ეფემერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)