წყვდიადის აპოკრიფი
სადღაც გაქრა, გაქარწყლდა, გაჰყვა ქართა ქარავანს, ჩამოვგავარ ნაზამთრალს — თითქოს ვარ და აღარც ვარ. ვქარგავ ლექსებს გადამქრალს და ტკივილებს ქარდაქარ, ვაზიარებ თანდათან, ვატან ცრემლთა ბალაგანს, არსაიდან არა სჩანს, აღარც ხსნა და აღარც გზა, ვდგავარ როგორც ქარაგმა, აქ მაგ თვალთა ამარა, სადღაც გაქრა გაქარწყლდა, ქართა გაჰყვს ქარავანს, ჩამოვგავარ ნაზამთრალს, თითქოს ვარ და აღარც ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)