მყინვართა სიზმარი


             
ანცვიფრებს ქარვისფერ დაისებს,
მაგ თვალთა ელვა და ციალი,
წყვდიადში მომწყვდეულ აჩრდილებს,
შორეულ მყინვართა სიზმარი,
არხოტის აშოლტილ არხილზე,
მოღელავს ოცნება დიადი,
მოღალულ ქარიშხლებს აღვიძებს,
აშარი არაგვის ღრიალი,
ანცვიფრებს ქარვისფერ დაისებს,
მაგ თვალთა ელვა და ციალი,
წყვდიადში მომწყვდეულ აჩრდილებს,
შორეულ მყინვართა სიზმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი