ოცნების ნაპირი


მწუხრს შენი მწველი სურნელი ერწყმის,
ნელი ოხვრა და ჩუმი ვედრება,
მიიცრემლება ოცნება ჩემი,
ცივ ქარიშხლებთან შესაგებებლად,
მიიფერფლება ჩაკლული ვნება,
ვით ელვარება, ღელვა შორეთის
და აფერადებს დაქუფრულ ზეცას 
ეს აღმაფრენა მიუწვდომელი,
სულს მთელი შენი თრთოლება ელტვის,
ძველი ხსოვნა და მღვრიე ჩვენება,
მიესვენება ოცნება ჩემი,
ლურჯ ქარიშხლებთან შესაგებებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი