გზააბნეული ცრემლი


სულში ყინული გალღვა,
მთას დაბინდული თოვლი,
შენი ღიმილის ნაცვლად,
მზემან გამათბო კოცნით,
ვეტრფი მის სხივთა ალერსს
და გულს ვაკვნესებ სევდით,
მასაც ხომ ბევრი მართებს,
გზააბნეული ცრემლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი