ქარის დატირება


შემომაფრქვევს დამწველ განცდებს,
როგორც ქარებს ნაწამებს,
როგორც ნამქერს ცივ ლაჟვარდზე
ამ მთებსა და ქარაფებს,
აფენს მთვარე მოკამკამე
თავის გრძნეულ ფანტაზმებს,
ბნელ სივრცეში აქარავნებს,
როგორც ღამის ფარვანებს,
შემომაფრქვევს დამწველ განცდებს,
როგორც ქარებს ნაწამებს,
როგორც ნამქერს ცივ ლაჟვარდზე,
ამ მთებსა და ქარაფებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი