ვნებათა ქარი


ამ გრძნეულ სისხლში ვნება მძვინვარებს,
ბნელ გულს კი ირგვლივ ევლება ქარი,
შენ გაშლილ თმაში იბნევ მიხაკებს,
ბავშვურ სახეზე ღიმილი დაგკრთის,
ჰო, ეს მცირე და მსუბუქი წამი,
შენზე აღმართულ ფიქრებს მივანდე,
შორი ოცნება საოცრად მძაფრი,
გრძნობით ავსებულ ცრემლის ფიალებს,
გადავიკარგე ვნებათა ქარში,
მაინც დავთვერი, მაინც გინატრე,
აქ ხსნა არ არის სხვა ამის მსგავსი,
რომ ვაზიარო სულში იარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი