ლანდთა იავნანა
მოდი რომ მოგხვიო მშფოთვარე ფიქრები, მთრთოლვარე რითმები დღეს შენში ვაჭენო და გადავაშენო ავსული ჭინკები, სიზმრები, რომლებიც გდევნიან ასე შორს, დავუყვეთ ოცნების მთვლემარე ბილიკებს, დარდი და ნაღველი გზებს იქით განვდევნოთ, ვიცი რომ სიკვდილი არ გადამივიწყებს, ოცნების ცაო და ოცნების ქალღმერთო, მოდი და მომხვიე მშფოთვარე ფიქრები, მთრთოლვარე რითმები დღეს ერთად ვაჭენოთ და გადავაშენოთ ავსული ჭინკები, სიზმრები, რომლებიც გვდევნიან ასე შორს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)