უკვდავების წყევლა


წარმტაც ელვათა მხურვალება ევლება ალვებს,
სულის მწვერვალებს მწუხარების ასკდება ღვარი
და თავს დამტყდარი უბედობა კუპრივით შავი,
მიიზლაზნება უკვდავეთის შერისხულ ქარში,
წარმართ ღმერთებთან წარუშლელი ვედრების ძალით,
კვლავ იჭედება წაურღვნელი სულის აკლდამა, 
გესლით რეტდასხმულს აძონძილი დამჩხავის ყვავი 
და უკვდავებით იქედნება ლურჯი სატანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი