უკანასკნელი ლოცვა


გზა დავიწყების, სიკვდილის, ცრემლის,
აღარც იმედი, არც მონატრება.
ამ გზას მივყვები გაკვალულს გესლით,
გარს ქარიშხლებიც შემომაბერდა.
სიცოცხლეს ვქარგავ ფერებში, ლექსად,
თან მეზმანება ცა საქართველოს.
ყოველ ბნელ ღამეს ვსაუბრობ ღმერთთან 
დაჭრილი გული რომ გავამთელო.
მაგრამ ამ ტკივილს არ უჩანს ბოლო,
არც ამ დაღვრილ ცრემლს ელევა დარდი.
მომაკვდავ დედის შვილივით გლოვობს
ცა  დავიწყების ცრემლებად მაწვიმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი