კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით...


კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით და
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით მოექეცით -
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ... სხვა ძალაა ქალის ძალა!
ქალი ათას დარდად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს...
დაგაჩოქებს...
წამოგაყენებს და...
კაცად გაქცევს!

ჰოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
დარდის ნაოჭები წაუშალეთ
სული სიყვარულით გაუთბეთ და
გული ფიანდაზად გაუშალეთ.

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილიფილოლოგი4 წლის წინ

მოგესალმებით...თქვენთან მაქვს თხოვნა. თქვენს საიტზე დევს ჩემი ლექსი ,,კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით'' სამწუხაროდ, ავტორად არასწორად გაქვთ მითითებული გიორგი ლეონიძე. ლექსში დაშვებული გაქვთ შეცდომები. მოვითხოვ, გაასწოროთ შეცდომა- ავტორად მიუთითეთ ჩემი სახელი და გვარი(ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი), ასევე გაასწორეთ ის შეცდომები, რაც აქ დადებულ ლექსშია. დამიკავშირდით ფეისბუქზე. უყურადღებობის შემთხვევაში მივმართავ ადვოკატს, ვინაიდან დაირღვა ჩემი საავტორო უფლება. აღნიშნული ლექსი დაბეჭდილია ჩემს კრებულში.

გარჩაპროგრამისტი4 წლის წინ

სალამი ქალბატონო ქეთევან,
ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის. ხარვეზი გამოსწორებულია.
თავად შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები ან საჭიროების შემთხვევაში ამოიღოთ საიტიდან.
პატივისცემით

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი