ისევ


ისევ, 
დასერავს გრძნობას  ფიქრები.
გახსნილ იარებს მოაყრის მარილს,
ხანდახან ისე შემომინდები...
ამოვაყოლებ გულს სულის ძახილს.
კვლავ,
უჩვენობის ნელი ბინდები.
ნისლად გაშლილი სურათი ხვალის.
ოდესღაობის ტკბილი სიზმრები
და მონატრების უცვლელი ჟამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

🫠

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი