მოთოვა და ;))


თოვს  
თეთრი პეპლები 
ლამპიონს აცოცხლებს.
ცეკვავენ, ხატავენ სიოს გზას.
ფარფატით ყვებიან 
ამ გზაზე რაც ნახეს,
წამიც და შეწყვეტენ მიმოსვლას.
ტკაცუნებს შეშა და 
გიზგიზებს ბუხარი.
ჰაერში ცხოვრების კვამლია.
გარეთ ფიფქები და
ცეცხლში ნაკვერცხალი.
სიცოცხლის ორი გზა არიან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი