შემოგინახე


შემოგინახე,
დაგეფარე სიზმრებში საბნად.
წვეთ-წვეთ ავკრიბე დარჩენილი საყვედურები.
ვერ დამინახე, მიმატოვე და ისიც სადღაც,
ახლა კი... ახლა, ვერ მივმხვდარვარ რას მემდურები. 
გადამიყვარე,
არც გიყვარდი არასდროს ალბათ,
რად არ გვისკდება სხვანაირად ახლა გულები?
ვერ დააფასე, დაიფიცე და ისიც გაქრა,
მე კი სიყვარულს შენს ტყუილებს ვერ ვეუბნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ბექა გიორგაძე10 თვის წინ

ამას მოგპარავთ 🫠

ინებეთ :)) მადლობა.

💞

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი