სულშიც აცივდა


თოვლსაც სევდა მოაქვს ახლა,
მზე კი ვეღარ მათბობს ისე.
აღარ ამაცეკვა ქარმა
წვიმამ ამატირა ისევ.

ფიფქად ჩამოთოვა დარდმა,
უწერს დაემსგავსა ფურცელს
ის რაც უნდა გვეთქვა ახლა,
ჩვენ რომ გავატანეთ წუხელს.

ალბათ იწერება სადღაც,
ვინმე ალამაზებს რითმებს.
როცა გენატრება რაღაც,
როცა სული ვეღარ ითმენს.

მე მშურს გულცივობის ძალა,
ციდან ჩამოვარდნილ ფიფქის.
მიწას რომ ენდობა თანაც
იცის რომ გაქრება ისიც.

ან და თავგანწირვა წვიმის,
თვალებს რომ ასველებს ახლა.
სულის ტკივილი და ტვინის,
რადგან გელოდები აღარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი